„გააკეთეთ ეს რიტუალი 10 თებერვალს და ნეგატივს გაწმენდთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„გააკეთეთ ეს რიტუალი 10 თებერვალს და ნეგატივს გაწმენდთ“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

მინეროლოგი და ეზოთერიკოსი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს, სადაც ნეგატივისგან გასაწმენდ რიტუალზე საუბრობს.

„გააკეთე ეს 10 თებერვალს – ენერგიის კარიბჭე. თუ მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში დაიწყო ქაოსი, გაუგებარი დაძაბულობა, უსიამოვნო ამბები ან ენერგიის დაცემა,ეს დღე შესაფერისია გაწმენდისთვის.

მარილის წყლის რიტუალი – ნეგატივის განდევნისთვის!აიღეთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი მარილი,მოურიეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით – ნელა, შეგნებულად, რწმენით.

მორევისას წარმოთქვით:„წყლის და მარილის ძალით,რაც ბნელი და მძიმეა ჩემს გზაზე – გაიხსნას.რაც უცხოა და მავნე – განიდევნოს.

ჩემს სივრცეში დარჩეს მხოლოდ სიკეთე,ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდეს ჩემი ბედი,ჩემი ძალა და ჩემი წარმატება.როგორც ვამბობ, ისე იყოს“.დადგით ჭიქა საწოლის თავთან მთელი ღამით,წყალი იმუშავებს, შეიწოვს და დაალაგებს უხილავ ნაკადებს.

დილით გაიტანეთ გარეთ და გადაასხით მიწაზე ან გამდინარე წყალში, სიტყვებით:„დედამიწას ვაბარებ ყველაფერს, რაც აღარ მჭირდება.თავისუფალი ვარ.“

ამის შემდეგ დააკვირდით, როგორ მსუბუქდება სივრცე და როგორ იწყებს მოვლენები დალაგებას.

თუ იგრძენით ამ რიტუალის ძალა,მოიწონეთ/ გააზიარეთ და დაგვიტოვეთ მადლიერება, გააძლიერეთ სიტყვა.სიტყვასაც აქვს ენერგია“, – წერს თამარ იოსელიანი.

Leave a Comment