სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ბექა გოცირიძე გარდაცვალების შესახებ.
სამწუხარო ცნობას სოციალურ ქსელში ეხმაურება ზურა ხაჩიძე. მისი თქმით, ბექა გოცირიძის გარდაცვალება ყველასთვის დიდი დანაკარგია.
„სიცოცხლით სავსე ქართველი კაცი და ძმა დავკარგეთ ყველამ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! ბექა, სიზმარში მგონია თავი… ორი დღის წინ არ გელაპარაკე“, – წერს ზურა ხაჩიძე.
ბექა გოცირიძე 1988 წელს იყო დაბადებული.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. ახლობლების ინფორმაციით, ის დილით საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევამ საზოგადოებაში დიდი მწუხარება და თანაგრძნობა გამოიწვია.
Post Views: 3,495




