ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
-ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა უფლება საპენსიო დანაზოგი გავიტანო?
– “საპენსიო სააგენტოს შესახებ” კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: საპენსიო ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში) მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა. ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ხოლო ქალებისთვის – 60; ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ ბრძანდებით მეორე ჯგუფის ინვალიდი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო სააგენტოში განაცხადის საფუძველზე. საჭირო იქნება ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.გააგრძელეთ კითხვა…





