„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ გამარჯვებული გამოვლინდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტი ჯავახამ მოიგო.
გამარჯვებისთვის, ფინალში 3 მონაწილე, ჯავახა, ორი მუზა და ლელუ იბრძოდნენ.
გთავაზობთ მუზების პირველ კომენტარს, ჰაუსის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ ხალხის სიყვარული მოვიპოვეთ და ეს არის ჩვენი გამარჯვება. სხვა დანარჩენს არ აქვს არანაირი აზრი. მთავარია ჩვენი გულშემატკივრების სიყვარული“, – თქვეს მუზებმა.
„ჰაუსის“ გამარჯვებული „რუსთავი 2-სგან“ 40 ათას ლარს მიიღებს.
Post Views: 3,210




