ირანის სახელმწიფო ტელევიზია ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ირანი შურს იძიებს ომში დაღუპული მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მინაბის გამო, სადაც ამერიკულ იერიშს სკოლასთან 168 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი ემსხვერპლა“.
განცხადებაში, რომელიც ირანელ მოსახლეობას ტელეწამყვანმა წაუკითხა, მოჯტაბა ხამენეი ასევე აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს.
აქვე აღნიშნულია, რომ ირანს მეგობრული პოლიტიკა აქვს მეზობელ ქვეყნებთან, თუმცა ურჩევს მათ დახურონ ამერიკული ბაზები, რომელიც ირანის სამიზნედ რჩება.
Post Views: 740





