პატრიარქის ერთადერთი და, დედა ნატალია და ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი – რა არის ცნობილი ილია მეორის ოჯახის წევრებზე?

პატრიარქის ერთადერთი და, დედა ნატალია და ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი – რა არის ცნობილი ილია მეორის ოჯახის წევრებზე?

დღეს, როცა მთე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­რო გლო­ვობს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ უდი­დეს და­ნა­კარგს მისი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნიც­დი­ან – ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი. პირ­ველ რიგ­ში კი მისი ძმის­შვი­ლი და ამავდრო­უ­ლად მისი ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის თავ­მჯდო­მა­რე მე­უ­ფე დი­მიტ­რი ში­ო­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ილია მე­ო­რეს (ირაკ­ლი ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვილს), რო­მე­ლიც 1933 წლის 4 იან­ვარს ვლა­დი­კავ­კაზ­ში, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასულ კო­ბა­ი­ძის კე­თილ­მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ჰყავ­და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი: ძმე­ბი – თე­ი­მუ­რა­ზი, შოთა, ვიქ­ტო­რი, და – ნინო (ნა­ტა­ლია). სწო­რედ დედა ნა­ტა­ლი­ას ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ბოლო დღე­ებ­ში, ის ერ­თა­დერ­თია დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლი დარ­ჩა და ეს დღე­ე­ბი ძმის სა­რე­ცელს არ შორ­დე­ბა.

უფ­რო­სი ძმა ვიქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ბერი გი­ორ­გის სა­ხე­ლით მოღ­ვა­წე­ობ­და, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მე­უ­ფე დი­მიტ­რი კი ილი­ას ძმის შო­თას შვი­ლი გახ­ლავთ.

ერის­კა­ცო­ბა­ში ნო­დარ (ჭა­ბუ­კა) შო­თას ძე ში­ო­ლაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1961 წლის 16 თე­ბერ­ვალს მცხე­თა­ში. ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან იზ­რდე­ბო­და ბი­ძის, იმ­ხა­ნად მე­უ­ფე ილი­ას, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით. 1979 წელს და­ამ­თავ­რა მცხე­თის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და ჩა­ი­რი­ცხა მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა გა­ნაგ­რძო მოს­კო­ვის ზა­გორსკის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში.

1986 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ა­ში და დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივ­ლისს დი­აკ­ვნად, 1986 წლის 12 იან­ვარს მღვდლად აკურ­თხა და გა­ნა­წე­სა ბა­თუ­მის წმ. ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად. 1987-1988 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ალა­ვერ­დის ტა­ძარ­ში, 1988-1989 წლებ­ში – თბი­ლი­სის ან­ჩის­ხა­ტის სა­კა­თო­ლი­კო­სო ტა­ძარ­ში, იმავდრო­უ­ლად ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

Leave a Comment