თბილისის ვაკის მაცხოვრის ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ, „სარკეს“ გაუზიარა თავისი ცხოვრების უძვირფასესი მომენტები, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია ||-ს უკავშირდება.
საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალიც დაახამხამა. როგორც წესი, აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. წესით, არაფერი უნდა იგრძნო. ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე, დაახამხამა მაგ დროს. ისეთი სიმშვიდე და ძალა მოდიოდა მისგან, საოცარი…
პარაკლისის დროს ვიგრძენი, რომ პატრიარქი გადიოდა ამქვეყნიდან. როგორც კი ეს განცდა გამიჩნდა, მაშინვე რეანიმაციისკენ წავედი. რომ შევედი, ძალიან დამძიმებული იყო და ბოლო წამები მასთან ერთად გავატარე,” – ამბობს მამა შალვა.
Post Views: 1,621





