მსახიობი ია ფარულავა გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის გამოსვლას ეხმაურება

მსახიობი ია ფარულავა გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის გამოსვლას ეხმაურება

“და, აი, გადამოწმებული და დამოწმებული ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომელსაც არ დავასახელებ.

რა სწორად მიხვდი, ია, რომ რაღაც მოხდა, კი.

საერთოდ არ უნდა ყოფილიყო თამარის გამოსვლა გუშინ, გვითხრეს, რომ დღეს არ გამოვიდოდა და, პირველივე სესიის დასრულებისთანავე, მოულოდნელად, საქართველო გამოაცხადეს, ტექსტი სადღაც გვერდზე ედო საერთოდ.

რა თქმა უნდა, ისე ინერვიულა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი თავიდანო, ზეპირად ამბობდა, ნუ, მოსალოდნელი იყო, გამოცდილი სპიკერები იბნევიან ასეთ დროს და პირველად გამოვიდა ქალი სიტყვით.

აქ ძალიან პოზიტიურად მიიღეს, ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიანი გამოსვლა ჰქონდა, მერე საუბრებშიც აღნიშნავდნენ. არავის არ უკვირს აქ ასეთი შეცდომები…” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა და გუშინ გლობალურ სამიტზე “ერთად უკეთესი მომავლისთვის” თამარ ბაგრატიონის გამოსვლას ეხმაურება. 

Leave a Comment