მეუფე ისაიას რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას წერს მასზე გიორგი კალატოზიშვილი ?

მეუფე ისაიას რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას წერს მასზე გიორგი კალატოზიშვილი ?

გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მეუფე ისაიას შესახებ წერს :

“მეუფე ისაია გავიცანი 2011 წელს გორში, როცა ვიყავი ჯერ გორის უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ 2012 წლის აგვისტომდე ტელეკომპანია “დიას” დირექტორი. სულ სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდი. მათ შორის ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, რომლის დამფუძნებელიც არის თავად მეუფე ისაია. მე თუ სწორად მახსოვს, მეუფე ისაიამ დაამთავრა სამხატვრო აკადემ8ა, ანიმაციური ფილმების მხატვრის სპეციალობით. მე მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება მასთან შეხვედრის შემდეგ – უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი, დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, ყველას მიმართ გეთილგანწყობილი. ეს ფოტო ტყუილად არ ამირჩევია – აქ მის უკან ვდგავარ და, მართლაც, ასეთი ადამიანების უკან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობ. პორადად მე ვისურვებდი სამღვდელოება და მრევლი ირჩევდეს ასეთ ადამიანს და ასეთ ადამიანს თხოვდეს თავის თავზე იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებას, რომელსაც ქვია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობა.”

სოციალურ ქსელში ვრცელდება მეუფე ისაიას ვიდეო.

Leave a Comment