უმძიმესი ავარიისას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას ესტუმრა.
მაყურებელი “ნოესთან” გადაცემას მისი მონაწილეობით კვირას იხილავს.
ლიკა კუჭუხიძემ სოიციალურ ქსელში ანონსის გამოქვეყნების შემდეგ მიმართვა გაავრცელა ![]()
“მადლობა ნოე, რომ მომეცი საშვალება ასე საჯაროდ მომეყოლა, ჩვენი ისტორია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბაჩო ჩემით ამაყობს და მომავალშიც იამაყებს”
სამტრედია-აბაშის გზაზე 2015 წლის 24 ოქტომბერს უმძიმესი ავტოკატასტროფა მოხდა. შემთხვევის დროს დაშავებულები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი და მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე იყვნენ. სამწუხაროდ, ბაჩო ლასარეიშვილი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ლიკა კუჭუხიძემ კი რამდენიმე კვირა გაატარა რეანიმაციულ განყოფილებაში.
გარკვეული პერიოდის მანძილზე ახალგაზრდა ქალმა მეუღლის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი მან შემთხვევის შესახებ გაიგო.
ლიკა კუჭუხიძისა და მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო. ახლა, როცა ლიკა მეუღლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას, მის გვერდით უამრავი უცნობი ადამიანია, რომლებიც მას სოციალური ქსელის მეშვეობით ამხნევებენ.





