“სესხით ააშენა თავშესაფარი…უამრავ ძაღლს აპურებდა ტრასაზე…“ – ავარიაში დაღუპული ქალი ენოტი “ცაცუნას” პატრონი იყო

“სესხით ააშენა თავშესაფარი…უამრავ ძაღლს აპურებდა ტრასაზე…“ – ავარიაში დაღუპული ქალი ენოტი “ცაცუნას” პატრონი იყო

ყვა­რელ­ში მომ­ხდა­რ ავარიას, 52 წლის პო­ლი­ცი­ე­ლი, ინგა (ნინო) ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ემსხვერპლა. გარ­დაც­ვლი­ლი ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ აფე­ნი­დან იყო და ყვარ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ცურ­და და მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

სახ­ლში 33 ძაღ­ლი ჰყავდა. საკუთარი სახსრებით ააშენა მათთვის თავშესაფარი. პო­ლი­ცი­ის ეზო­შიც 7-8 ძაღ­ლი ჰყავდა, ტრა­სებ­ზეც აპუ­რებ­და უამ­რავ ცხოველს.

სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი იწერება გარდაცვლილ ქალ პოლიციელზე, რომელსაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ძალიან კარ­გად იც­ნობ­და, ის პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. განსაკუთრებით კარგად გაიცნეს მოშინაურებული ენოტის, “ცაცუს” გამო, რომელიც ძალიან პატარა იყო, როცა მან შეიფარა. სრულიად უმ­წეო პა­ტა­რას სა­წო­ვა­რა­თი ჭამა ას­წავ­ლა და ასე იქცა მის შვი­ლო­ბი­ლად.

” კისერში ჩასმული დაჰყავდა ლუნა, სანამ ავად იყო. ნინოსნაირი ადამიანები ერთეულები არიან, ჩვეულებრივ ადამიანურ შესაძლებლობებს რომ სცდება..ნინოს გარდაცვალებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ სამყაროს არაკანონზომიერებაში, სხვანაირად როგორ შეიძლება ნინოსნაირი საჭირო ადამიანები ასე უდროოდ მიდიოდნენ.. რამდენი შეუსრულებელი გეგმა, გადარჩენილი სიცოცხლე გაიყოლა ნინომ . ნინო დედამიწის დანაკლისია…” – წერენ სოციალურ ქსელში,

Leave a Comment