“პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი… მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხო არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე მეთქი” – რას წერს შორენა ბეგაშვილი “გარდენიას” შესახებ ?

“პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი… მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხო არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე მეთქი” – რას წერს შორენა ბეგაშვილი “გარდენიას” შესახებ ?

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

“ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში.ადგილი მომეწონა,მაგრამ ციოდა,გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი-“ყვავილების”(შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე)ერთ კვირაში რომ მივედით -“ ის ჯავშნის ფული იყო ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო”😁უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე.მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს)და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული😂ამას რომ თავი დავანებოთ🤦🏻‍♀️ისე ციოდა🥶გაიყინნენ ბავშვები.მივწერე მის დამხმარეს,პასუხიც არ გამცა🤭ისე მომატყუეს თვალი არ დაახამხამეს😂პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი🤭მერე ეკრანზე რომ ვხედავდი,ვფიქრობდი ,რამე ხო არ მეშლება ,მე ხომ არ ვარ დამნაშავე მეთქი😂იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა.იმედი მაქვს გამდიდრდა იმ ფულით😏😂”

Leave a Comment