ჟურნალისტი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებლის, ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.
ცნობისთვის, ზურაბ შევარდნაძე ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
“ეს რომ არ დავწერო, მე თავს ვერ ვაპატიებ, ზურიკო ჩემი მეგობარია.
(ძალიან მოკლედ დავწერე და თქვენც მინდა გთხოვოთ, ნუ შეიწუხებთ თავს, დამუნათებისთვის სხვა გვერდებია. მე მისი კარგიც ვიცი და გლახაც)…
იმაზე მეტიც გვიკამათია, ვიდრე წარმოიდგენთ… და მაინც ჩემი მეგობარია. თქვენ თუ წლობით შეგიძლიათ პენსიის ამარა მასწავლებლებს მოუაროთ ან ბევრი გყავთ ისეთი თანამშრომელი, რომელიც ბავშვთა სახლებიდან გამოვიდნენ, კარი ბევრგან მიუხურეს და აქ დაასაქმეს, გაზარდეს, ეგეც თქვით…
არის რაღაცები კიდევ და ყველას გვყავს გარდერობში გამოკეტილი ჩვენ-ჩვენი “სკილეტი”.
ნეტავ, ეგ გარდერობი გამომაცარიელებინა და კიდევ, ვინც საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობთ, რამდენი ტყუილი და მართალი მოგვისმენია ჩვენზე… ეჰ რას ვიზამთ, ცხოვრებაა ასეთი.. მაინც გრძლად გამომივიდა” – წერს მანანა მანჯგალაძე.





