მარტო დარჩენის შემდეგ ჩემი სახლი მეგობრების თავშეყრის ბუდედ იქცა საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ 40-ს რამდენიმე წელია გადავაბიჯე, ახალგაზრდულ სულს არ ვკარგავ და სამსახურში დღემდე ”ელასტიკებში” დავდივარ.
ათი წელია, რაც ქმარს გავცილდი და ჩემს სამ გოგონასთან ერთად დიდ სახლში ვცხოვრობდი. უფროსმა, რაც მუშაობა დაიწყო, ცალკე გადაწყვიტა ცხოვრება. შუათანა გავათხოვე, პატარა კი სასწავლებლად ამერიკაში გავუშვი.
მარტო დარჩენის შემდეგ ჩემი სახლი მეგობრების თავშეყრის ბუდედ იქცა. ხან მარტო მოდიოდნენ, ზოგიც ქმართან ერთად, რამდენიმემ საყვარელიც კი მომაყენა, ამაღამ შენთან დავრჩებითო.
ყველას განსაკუთრებულად ვუყვარდი და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ ჩემთვის საჩუქრებსაც არასოდეს იშურებდნენ. ერთი დაქალი, ანა, განსაკუთრებულად მიყვარს და ალბათ ამიტომაც მწყინდა ბოლო დროს მისი ქმრის უკბილო ხუმრობები ჩემს მარტოობაზე.
ხშირად დადის საზღვარგარეთ და რამდენჯერმე გამეხუმრა, ერთხელ ვიბრატორი ვერ გამოგიყოლეო. მის ხუმრობებზე გოგოები სულ იცინოდნენ, მაგრამ მე არასოდეს მსიამოვნებდა. ამ ზაფხულს იტალიაში იყო მივლინებით და იქიდან ჩამოსულმა თავის ცოლს ჩემთვის შეფუთული საჩუქარი გამოატანა.
გოგოები შევიკრიბეთ და ანა განსაკუთრებულად მაძალებდა, რომ საჩუქარი მათ თვალწინ გამეხსნა. დღეს ვფიქრობ, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და უბრალოდ თამაშობდნენ. შეფუთულ პარკში ორი პაკეტი მაკარონი აღმოჩნდა.
საწყენი ის არის, რომ მაკარონებს პენისის ფორმა ჰქონდა. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო მათთან ურთიერთობა. ფაქტია, რომ ჩემი პატიოსნება მათი ასაგდები გახდა.
შენიშვნა : ფოტო პირობითია