ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ხაბიბისა და რუსეთის შესხაებ კომენტარი გააკეთა :
“ყველა მებრძლოლს თავისი სტილი აქვს. მე არ შემიძლია ხაბიბის სტილს მივბაძო. ის განსაკუთრებული ლეგენდაა. ჩვენ უბრალოდ ერთი კუთხიდან, კავკასიიდან ვართ. ერთნაირი კულტურის ხალხი ვართ. განსხვავება ისაა რომ მე ქრისტიანი ვარ, ხაბიბი კი მუსლიმი. ის რუსეთის სახელით გამოდის. დაღესტნელებს ადრე დამოუკიდებლობა ჰქონდათ. ახლა კი აღარ აქვთ. ამ რუკაზე საქართველოა, 2008 წელს რუსეთმა საქართველოს გარკვეული ტერიტორიები დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ახლა ისინი იგივეს უკრაინაში აკეთებენ. ხაბიბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ და არ შემადაროთ მას”
Post Views: 1,105