რა იყო ყველაზე უხერხული მომენტი თქვენს ცხოვრებაში?
ისტორია პირველი
მოკლედ ვმუშაობ საზღვარგარეთ კერძოდ იტალიაში და პირველად მივდივარ გასაუბრებაზე გავიცნაი ოჯახი ბებიის შვილები დები ძმები ყველა ნათესავი შეიკრიბა მოკლედ და მანდ გაცნობის პროცესია სახელებს ვიმახსოვრებ და სიტუაციას ვერგები … მოკლედ ძაან რომ არ გატკინოთ თავი ზალაში ჩარჩოში ეკიდათ სურათი მამაკაცის და ბებიის ძმას შევხედე და თან ყველა მანდ არის ზალაში და გავძახე ბებიის ძმას რომ მოტრიალდა მექანიკყრად ყელა ჩემსკენ მობრუნდა და აინტერესებდათ ეხლა ჩემი გატეხილი იტალიურით რას ვეტყოდი ასეთ მნიშვნელოვანს და ვეუბნები მაგ ბებიის ძმას რა სიმპათიური ხარ თქო ( ემოციებით ვაუ და სუპერ) ამ სურათში თქო ღიმილი როგორ გიხდება თქო და პაუზა …. დაიწყეს სიცილ ხარხარი გაკვირვებული ვუყურებ ყველას ვერ ვხდები რაში იყო საქმე და მერე ამიხსნეს რომ ეს ბაბუა კიარა ამათი წმინდანია ( პადრე პინო ) და მისი სურათი ყველა ოჯახშია