ცნობილი ხდება, თუ რატომ შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია. ნარსია ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს გულის მანკი აქვს, შვილის სამკურნალოდ თანხები არ ჰქონდა. მისივე თქმით, სწორედ ეს გახდა ბანკზე თავდასხმის მიზეზი.
გრიგოლ ნარსია ადვოკატებთან ამბობს, რომ, დაკავების დროს, მისი უფლებების დარღვევა მოხდა. დაკავებულს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. მის ინტერესებს ლევან ჭელიძის საადვოკატო ბიურო იცავს.
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.
წყარო : daqali.club
Post Views: 1,552