ვალერი მელაძე რუსეთმა შავ სიაში შეიყვანა და ყველანაირ საინფორმაციო საშუალებას ჩამოაშორა.
– მეშვიდე თვეა, ომი მიდის. როგორ ცხოვრობს რუსეთი, როგორ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მოსახლეობა, რას ფიქრობენ და ერთმანეთში რაზე ლაპარაკობენ?
– ადამიანების გარკვეულ ჯგუფს დამცავი რეაქცია ერთვება. ბევრიც თითქოს ვერც ამჩნევს, რაც ხდება ჩვენს თავს. თავი ისე მოაქვთ, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. ალბათ ფიქრობენ, რომ უკრაინაში არ ჰყავთ ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები… და თუ აღელვებთ, ურჩევნიათ პირად პრობლემებზე უფრო იფიქრონ, ყურადღება ამაზე გადაიტანონ.
– როგორ ფიქრობთ, რამდენი პროცენტია ქვეყანაში ასეთი მოსახლეობის?
– ამის განსჯა, სიმართლე რომ გითხრათ, არ შემიძლია, ბევრს ამ თემაზე არ სურს ლაპარაკი და არც ლაპარაკობს…
– მას მერე, რაც ომთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთში თქვენი შევიწროება დაიწყო...
– კი, მე მოვხვდი შავ სიაში... ჩამომაცილეს ყველა საინფორმაციო საშუალებას – რადიოებს, ტელევიზიებს, პრესას. აკრძალული მაქვს რუსეთში სოლო კონცერტების გამართვა.
– და რას გრძნობთ ამ დროს?
– მე მშვიდად ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა… მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან არ არის სწორი საქციელი. ჩემი კონცერტები ხომ სიყვარულზეა. ის არასდროს შეეხება პოლიტიკას – ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. ისინი ამით მხოლოდ მე კი არ მიკრძალავენ მსმენელთან და მაყურებელთან შეხვედრას, მაყურებელსაც უკრძალავენ მოუსმინოს ჩემს მუსიკას. თუმცა არიან სხვა არტისტები, რომლებიც მღერიან და დაე, იმღერონ.
– რას ამბობენ თქვენი მსმენელები, გულშემატკივრები?
– ახლა სოცქსელების დროა… არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო აღელვებულები არიან და ემოციებს სოციალურ ქსელში გამოხატავენ. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ასევე წერენ იმას, რომ თითქოს მე გამყიდველი ვარ! არავინ და არაფერი გამიყიდია. მაგრამ ახლა სუბიექტური დროა, რთულია ობიექტური განსჯა.
– რა იქნება შემდეგში? როდის დამთავრდება ომი? როგორ იქნება მომავალში ყველაფერი?
– ჩემი სურვილია, სიტყვა კონფლიქტი საერთოდ არ არსებობდეს… საერთოდ, ნებისმიერი კონფლიქტი ადრე თუ გვიან მთავრდება და მერე უკვე შემოქმედი ადამიანების საქმეა, რომ გაციებული ურთიერთობები ქვეყნებს შორის დაათბოს. როგორც ამბობენ, მხოლოდ სილამაზე, სიყვარული გადაარჩენს სამყაროს. ასე რომ, ვფიქრობ, რაღაც მომენტში შემოქმედი ადამიანები აიღებენ ისევ ხელში ინიციატივას, ყველაფერი დაალაგონ.
– როდის? – ამაზე პასუხი არ გაქვთ?
– ბევრ ანალიტიკურ სტატიას ვკითხულობ, ვიღაცების აზრით, ომი დიდხანს გაგრძელდება, ვიღაცების აზრით, სწრაფად დასრულდება. საერთოდ, ანალიტიკოსების აზრი არასდროს ემთხვეოდა რეალობას…
– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
– საიდანაც დავიწყეთ საუბარი, იქიდან გავაგრძელებ. მკითხველს ვუსურვებ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების პოზიტიური გრძნობებით ცხოვრებას. ისეთ სიყვარულს, სიკეთეს,
წყარო: AMBEBI.GE