ოპერაციის დროს დაიღუპა ქირურგი, როსტომ შველიძე, რომელიც ზესტაფონში მეზობლის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “ყველაფერი მედიცინაზე” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, როსტომ შველიძე დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლისთვის 8 საათის განმავლობაში იბრძოდა.
“ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას”, – წერენ გარდაცვლილი ექიმის შესახებ.
Post Views: 1,618