ბაბი კირკიტაძის პოსტი სოციალურ ქსელში “ცეკვავენ ვარსკვლავების” ბოლო ტურის შემდეგ :
ხუთეულშიც გადავედით ! ✨
მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის !
წინ უფრო დაძაბული ტურები გველოდება 💓
ერთი რაც მინდა ვთქვა:
მე და თათა, ამ პროექტში, “ღამის შოუს” ოჯახიდან მოვედით ერთად და პროექტის დასრულების შემდეგაც ამ ყველაზე მაგარ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ გზას 🙌🏻
ამიტომაც, მინდა გთხოვოთ, ნუ იქნებით მონდომებული რომ ერთმანეთს უარყოფით კონტექსტში შეგვადაროთ, ნუ გახდებით აგრესიულები ერთმანეთის მიმართ 🙏
პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, ყოველ ტურში
ზეიმი მოგიწყოთ და გასიამოვნოთ, თქვენ კი უფრო უმატებთ აგრესიას, რაც იცოდეთ რომ ჩვენზე ძალიან მოქმედებს 🙏
ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები ისევ ჩვენ ვართ და როგორი შედეგიც
არ უნდა იყოს მომდევნო ტურებში, ჩვენ ისევ გულით გავიტანთ ერთმანეთს !
ამაზე გვუსაუბრია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ ♥️
ამიტომაც, გთხოვთ თქვენც გულწრფელად, აგრესიის და ერთმანეთის ლანძღვის გარეშე განვაგრძოთ ეს ფერადი და ბრჭყვიალა გზა ! 💓
აქვე იხილეთ თათა გიორგობიანის გამოხმაურება :
ჩემი სათქმელიც ეს არის!
კარიერა, მეგობრობა და ჩემი და ბაბიკოს ურთიერთობა ამ პროექტით არ დაწყებულა და არც აქ დამთავრდება.
🌟 ჩვენ ერთმანეთის წარმატება გვაძლიერებს სულ მინიმუმ, და გარდა ამისა, ადამიანური და მეგობრული ფაქტორებიც გვაერთიანებს.
კონკურსში შედარება შეიძლება ხდებოდეს მაგრამ კორექტულად!
🌟 მადლობა ყველას, ვინც გვიჭერთ მხარს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ერთის სიკარგე ან მიღწევები ავტომატურად მეორის სიცუდეს არ ნიშნავს და პირიქით. 🌟
გუშინდელ ლაივზე, ესემეს ლიდერი ვიყავი, იმის წინ აუთსაიდერი….. 🌚 ცხოვრებაც ასეთია.🌝
ეს პროექტი არის ზეიმი, გასართობი შოუ და ვეცადოთ,ჩვენც შევირგოთ და ვისიამოვნოთ. 🎉🥳🥳🥳
ჩვენ გპირდებით გასაოცარ და მრავალფეროვან ნომრებს, რომ თქვენ დატკბეთ ცეკვის ცქერით, შემდეგ ჩართოთ ღამის შოუ • Night Show და ბევრი იცინოთ და ბოლოს ღამის შოუს ბენდის სიმღერებზე მოილხინოთ!
მოკლედ, ეს ყოველივე თქვენი ბედნიერებისთვისაა და არა საკონფლიქტოდ.
მიყვარხართ!
თქვენი იმედი გვაქვს !!! 🥰🙏🏻💥