დიდი ტრაგედია დატრიალდა ხაშურში. ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 13 წლის ნიკოლოზ ბანცაძეა.
არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა,როგორც თვითმხილველები ამბობენ მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. ავტომობილს, რომელიც მოზარდს დაეჯახა, 18 წლის ახალგაზრდა მართავდა და ის მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა სცადეს, თუმცა სამწუხაროდ ნიკოლოზი დაიღუპა.
Post Views: 1,157