”დილით ლექცია ჩაატარა, საღამოს კი გარდაიცვალა… მთელი უნივერსიტეტი ტირის…” – ახლახანს ყველასათვის საყვარელი ლექტორი მოულოდნელად დაიღუპა

”დილით ლექცია ჩაატარა, საღამოს კი გარდაიცვალა… მთელი უნივერსიტეტი ტირის…” – ახლახანს ყველასათვის საყვარელი ლექტორი მოულოდნელად დაიღუპა

ახლახანს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი როლანდი ქურდაძე დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“გუშინ ლექცია ჩაატარა, ღამით კი ვიგებთ გარდაცვალებას….
ერთადერთი კითხვა გვაქვს, რატომ?
„მუხთალი საწუთრო’’, მართლაც მუხთალი…
გარდაიცვალა როლანდი ქურდაძე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნამდვილი პედაგოგი, პროფესიონალი, თავისი საქმის უბადლოდ მცოდნე, კარგი ქართველი, კარგი ახალციხელი…
თითქმის ნახევარი საუკუნე განათლების სიტემაში იმუშავა და თავისი კვალი დაამჩნია გავლილ გზას, თითოეულ ადამიანს, ვისთანაც ქონია ურთიერთობა.
ძალიან დაგვაკლდებით ბატონო როლანდ!
მადლობა თქვენი ამაგისთვის, დაუღალავი შრომისთვის, უბრალოდ კარგი ადამიანობისთვის.
ვიზიარებთ მისი ოჯახის, უნივერსიტეტის, მეგობრების, სტუდენტი-ახალგაზრდობის, ამ დიდ მწუხარებას.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!”

May be an image of 1 person and indoor

Leave a Comment