გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე, ჩამოვიდე და დავესწრო თუ გავუშვა “რუსკი კარაბლის” მიმართულებით მეთქი. წაუკითხავს, “იკაცა” და ადვოკატის პირით მუქარანარევი ტონით შემომითვალა “ჩვენც ხალხნი ვართ” და ნუ გაგვაბრაზებსო.
ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი. არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი – რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს. დრონი მეფობენ და არა მეფენი. მით უმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს,- წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.