მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ქვეშ მოქცეულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა განაცხადეს, რომ გარნიზონი ასრულებს ბრძანებებს ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, რაც აშკარა ნიშანია იმისა, რომ იქ ხანგრძლივი ალყა დასასრულს უახლოვდებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters იუწყება.
ქვედანაყოფის ერთ-ერთმა უფროსმა მეთაურმა, დენის პროკოპენკომ თქვა:
„მთავარია გააცნობიეროთ ყველა რისკი, არის თუ არა გეგმა B, ხართ თუ არა სრულად ერთგული იმ გეგმის მიმართ, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ დაკისრებული ამოცანები და შევინარჩუნოთ პერსონალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა?”
პროკოპენკომ არ განმარტა, რა ქმედებებს ატარებდნენ დამცველები. უკრაინელი სამხედროს ვიდეო გავრცელდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ დათანხმდა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ნოვოაზოვსკში, სამედიცინო დაწესებულებაში.
Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, რომლითაც გადაჰყავდა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის დაჭრილებიც, რომლებიც ჩაკეტილი იყვნენ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვსტალის ქარხანა დატოვა.
ამასთან, უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდნეტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ცნობისთვის, დანგრეული მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნის ბრძოლები სიმბოლოა უკრაინის წინააღმდეგობის მთელი რუსეთის თითქმის სამთვიანი შემოჭრის განმავლობაში. მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც თავშესაფარს ეძებდნენ საბჭოთა პერიოდის უზარმაზარ ქარხანაში, ამ თვის დასაწყისში გამოიყვანეს.
წყარო : Mtavari.tv