ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია. ის წლების წინ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მოკლულ მამაკაცს ემოციურად ემშვიდობებიან:
“დავმუნჯდი ვერაფერს ვწერ მშვიდობით ჩემო ბავშვობავ 😭😭😭😭😭ამაზე დიდი ტრაგედია არ შეიძლება მოხდეს გამძლეობა შენს ოჯახს ვასოოო😭😭😭😭😭😭”
“ნათელი მის სულს,უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი,არ ვიცნობდი ვინ იყო მაგრამ ძალიან მეწყინა ასეთი ახალგაზრდა ბიჭი, დასანანიააა😭”
წყარო : mix.metronome.ge
Post Views: 1,144