“თავის ცხელი წყლით დაბანა რეკომენდებული არ არის… ასევე არ არის სასურველი თმის საშრობის გამოყენება და სველი თმის დავარცხნა…” – ზაზა თელიას რჩევები თმის სწორად დაბანასა და გამშრალებაზე

“თავის ცხელი წყლით დაბანა რეკომენდებული არ არის… ასევე არ არის სასურველი თმის საშრობის გამოყენება და სველი თმის დავარცხნა…” – ზაზა თელიას რჩევები თმის სწორად დაბანასა და გამშრალებაზე

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” თმის სწორად მოვლაზე, დაბანასა და გაშრობაზე საუბრობს და ხშირად დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას:

– შამპუნს თმის ტიპის მიხედვით ვარჩევთ. უფრო ძვირი უკეთესს არ ნიშნავს. შეიძლება, იაფიანი შამპუნიც იყოს კარგი და ძვირიანიც იყოს ცუდი. შამპუნი ჩვენი სკალპისთვისაა საჭირო. ამიტომ, დასველებულ სკალპზე, თმის ძირებში მისი დატანა თითის ბალიშებით, დამასაჟებით უნდა მოხდეს. წყალი თბილი უნდა იყოს. ცხელი წყლით დაბანა რეკომენდებული არ არის. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში სკალპის დამასაჟება უნდა მოხდეს და უნდა ვაცადოთ, რომ შამპუნი ჩამოირეცხოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თმის კონდიციონერის გამოყენება უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუ შამპუნის გამოყენება სკალპზეა საჭირო, თმის კონდიციონერს უკვე უშუალოდ თმაზე ვისვამთ. არის კონდიციონერი, რომელსაც ჩამობანვა არ სჭირდება, არის კონდიციონერი, რომელიც შეიძლება ჩამოიბანოთ, ან კიდევ არის კონდიციონერი 2 1-ში, ანუ შამპუნის შემადგენლობაშია. ასეთ შემთხვევაში, ცალკე შეიძლება არ გამოვიყენოთ. თმის საშრობის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ან თუ ვიყენებთ, ძალიან იშვიათად უნდა მივმართოთ. თმიდან დაახლოებით, 30 სმ-ის მოშორებით უნდა გვეჭიროს გაშრობისას, იმიტომ, რომ ახლოდან ცხელი ჰაერი, რა თქმა უნდა, აზიანებს როგორც სკალპს, ასევე თმას. ამიტომ, თუ საერთოდ არ გამოვიყენებთ, უკეთესია. თუ პირსახოცს თმაზე მჭიდროდ მოვიხვევთ და ბუნებრივად დაველოდებით მის გაშრობას, ძალიან კარგია. არ დაგვავიწყდეს, რომ სველი თმის დავარცხნა რეკომენდებული არ არის. ხოლო, სავარცხლის კბილები ფართო უნდა იყოს. ასევე, თმის უთოს გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი საშუალება. გარდა ამისა, თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ არ მოვტყუვდეთ.

Leave a Comment