დემნა გვასალიას ბრენდმა Vetements-მა ქართველი მოდელის “ინსტაგრამი” მოინახულა.
აღსანიშნავია რომ კომპანია იშვიათად ინტერესდება მსგავსი აქტივობებით.
აღნიშნულს მოდელი თათო გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ფოტოს გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ თათო გოგოლაშვილი წარმატებული მოდელია, რომელმაც ახლახანს კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა.
თათო Beauty and the Box-ის აპრილის თვის გოგო გახდა.
მოდელს განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში. ცნობილია, რომ ახლახანს მოდელი თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებსაც დაეხმარა. მას უცხოური ბრენდების ფოტოგადაღებაშიც მიუღია მონაწილეობა, მაგალითად ისეთი ცნობილი სათვალის ბრენდისთვის როგორიცაა “thierry lasry”
თათო ქალაქში ცნობილი “აჭარაგრუპის” მთავარი არქიტექტორის გოგა ჩხეტიას შვილია.