“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„კვარაცხელიას ჯერ კიდევ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს, მუდმივად გვაქვს აგენტებთან კონტაქტი. დადგება შესაფერისი დრო ამ საკითხის განსახილველად. “, – თქვა ჯუნტოლიმ.
იტალიური პრესა იუწყება, რომ სეზონის ბოლოს კვარას კონტრაქტის პირობები გაუმჯობესდება და ხვიჩა გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებს. კონტრაქტს ასევე შესაძლოა დაემატოს გოლის გატანის შემთხვევაში ბონუსად თანხაც.
როგორც ცნობილია, კვარას ყოველკვირეული ხელფასი შესაძლოა დაახლოებით 100 000 ევრომდე აიწიოს.
Post Views: 2,243