გუშინ გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართა, სახელწოდებით „მოვდივარ“.
აქციის მთავარ მესიჯებთან ერთად, საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა უცნობის საწვიმარი, რომელიც მას გუშინ სიტყვით გამოსვლისას ეცვა.
როგორც გაირკვა, უცნობის Ralph Lauren-ის საწვიმარი 849 ფუნტი, მაშასადამე, ამჟამინდელი კურსით, 1067,57 დოლარი, ანუ 2658,25 ლარი ღირს.
დემონსტრაციის მთავარი მესიჯები ანტიდასავლური ხასიათის იყო. აქციის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი საქართველოს ნეიტრალიტეტსა და სუვერენულ ეკონომიკას უკავშირდებოდა.
წყარო : Mix.metronome.ge
Post Views: 7,615