იტალიური პრესის ინფორმაციით, თუ აურელიო დე ლაურენტისი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს ვერ შეინარჩუნებს, ლუჩიანო სპალეტი გუნდს დატოვებს.
64 წლის სპეციალისტის გადაბირებით დაინტერესბეულები არიან ლონდონის “ტოტენჰემი” და რომის “რომა”.
სპალეტიმ კარგად იცის, რომ ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, ამიტომ მისი მთავარი პირობა ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დარჩენაა. ქართველი ვარსკვლავის ნეაპოლში დატოვება გაცილებით იოლი ამოცანაა, ამიტომ ლუჩიანო ხელმძღვანელობისგან მის შესრულებას ელოდება.
ცნობისთვის, “ნაპოლის” დატოვებასთან უკვე ახლოსაა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – კიმ მინ-ჯე, რომლის გამოსასყიდი თანხის გადახდასაც “მანჩესტერ იუნაიტედი” აპირებს.
Post Views: 35,859