ბათუმში სამუშაოდ წასული 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ანი მაჩაბელი “ორბის” საცხოვრებელი კომპლექსის მე-13 სართულიდან გადმოვარდა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. დედის თქმით, მისი შვილი მოკლულია.
„ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ერთი კვირის წასულია. მუშაობა უნდა დაეწყო. გოგოსთან ერთად იყო. მე მას არ ვიცნობ. პოლიციაში ყოფილა უკვე დაკითხვაზე. მე ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს. თუ მართალია, რატომ თიშავს ტელეფონს, მოვიდეს, დამელაპარაკოს“, – ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა.
წყარო : Newposts.ge
Post Views: 2,604