გავლენიანმა გამოცემა ESPN-მა საკმაოდ საინტერესო სტატია გაავრცელა:
“ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებს პსჟ, თუმცა ამის ვარაუდი შეიძლება. უდიდესი ალბათობით, გუნდს ლეო მესი დაემშვიდობება. ასევე ნეიმარის მომავალი ბუნდოვანია. გუნდს მძლავრი შემტევის გაფორმება სჭირდება, მშვენიერი ვარიანტია რაფაელ ლეაუ, თუმცა მან “მილანთან” კონტრაქტი ახლახან გააფორმა.
მეორე კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელი გახლავთ. “ნაპოლი” კვარას 100 მილიონ ევროდ შეელევა, პსჟ კი ის გუნდი გახლავთ, რომელსაც ამ თანხის გადახდა არ ენანება. ქართველი თავისი ბრწყინვალე თვისებებით იმ კრეატიულობას შესძენს, რომელიც პსჟ-ს ამდენი ხანი აკლდა.” – წერია სტატიაში.
Post Views: 921