ნაპოლის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი აპირებს, რომ აურელიო დე ლაურენტისს საქმიანი წინადადებით მიმართოს.
როგორც იწერება, ტოსკანელ სპეციალისტს ნაპოლის გაძლიერება სამ კონკრეტულ პოზიციაზე სურს, ესენი გახლავთ მარჯვენა მცველის, მარჯვენა გარემარბისა და ჩამშლელის პოზიციები.
64 წლის მწვრთნელის ამავე მოთხოვნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნაპოლიმ 2022/2023 წლების სეზონი ზემოაღნიშნულ პოზიციებზე უკონკურენტოდ განვლო, რაც სპალეტისთვის შეცვლას ექვემდებარება.
ჯოვანი დი ლორენცოს შემცვლელი პრაქტიკულად არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით ბერეჟინსკის, რომელიც საერთოდ არ თამაშობს. გარდა ამისა, გუნდში არ არის ლობოტკას ჩამნაცვლებელიც, რომელსაც დასვენება თითქმის არ უწევდა.
რაც შეეხება მარჯვენა შემტევის პოზიციას, იქ პოლიტანო და ლოსანო თამაშობენ, რომლებმაც ჯამურად სულ რაღაც 8 გოლი გაიტანეს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია.
წყარო : სპორტლაინი