ხვიჩას პირადი ცხოვრებაზე იტალიური მედია ხშირად წერს. არც ყვითელი თემების ხელოვნურად აგორებას ერიდება. რამდენიმე თვის წინ ცნობილი იტალიელი ინფლუენსერის პაოლა საულინოს ინტერვიუ გამოაქვეყნეს, სადაც ქალი ქართველ ფეხბურთელზე ლაპარაკობდა.
“კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ. მე ის ჯორჯო ალბერტაცის (იტალიელი მსახიობი ) მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს აკეთებდა და ეს ყველაფერი უმარტივესად გამოსდიოდა.“
საულინო “ნაპოლის” დიდი გულშემატკივარია, “ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან ერთად. ის იტალიის პრინცია. საოცარია, რომ მასში ძალიან ცოტა გადაიხადეს. ქება დე ლაურენტისს და ჯიუნტოლის. რომში წავალ, რათა “ნაპოლის” მატჩი ვნახო”, – განაცხადა მაშინ პაოლამ.
იტალიელი ლამაზმანი გამოირჩევა თამამი ფოტოების გამოქვეყნებით სოციალურ ქსელში: