“ვეძებთ 65 დღეა ორ პიროვნებას… არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას” – ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას თხოვნით გააზიაროთ ეს პოსტი. ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას, რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია დროის იმ მონაკვეთში როდესაც უკვე ანი იძულებით შეყვანილია მკვლელობის ადგილზე. არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას. სახელი და გვარი არ ვიცით.გთხოვთ დააკვირდეთ და პირად შეტყობინებაში მომწეროთ, – წერს ნატო ხუტაშვილი.
Post Views: 1,418