ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა. ჰალილი ნანუკა სტამბოლიშვილთან ერთად “ემანეთის” ვარსკვლავია და მისი პოპულარობა დღითი-დღე იმატებს.
თურქეთში დამანგრეველი მიწსიძვრის დროს მსახიობმა მოსახლეობისთვის 900 ათასი ლირა (121 ათასი ლარი) გაიღო, რის შემდეგაც თურქებმა ის კიდევ უფრო შეიყვარეს.
მსახიობი სტამბოლში 4-შვილიან ოჯახში გაიზარდა. მამა ქარხანაში მუშაობდა, თავად კი პოპულარობაზე ოცნებობდა. მსახიობობამდე არაერთ სფეროში სცადა ბედი. იყო მოდელი, მომღერალი, ფოტომოდელი, კომპოზიტორი. მუსიკას ახლაც წერს და გულშემატკივარს თავის შემოქმედებას “ინსტაგრამის” საშუალებით უზიარებს ხოლმე…
ყველაზე ემტად მას უსამართლობა აღიზიანებს. წუხდება როდესაც ქუჩაშიხ ედავს თუ როგორ უყვირიან და მკაცრად ექცევიან მშობლები ბავშვებს.
მკაცრი იმიჯის მიუხედავად, ჰალილი ძალიან კეთილია.