ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტი ლია მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს წერს, რომელიც „კვარაცხელიას ეფექტს“ ეხება.
„ალლორა“ (ე.ი; ანუ; მაშასადამე), იცით ჩემებმა, რომ ნეაპოლში, როგორ დაცულ უბანში ვცხოვრობ. მეორე იცით ისიც ,რომ კარგი მეზობლები მყავს. აქ არანაირ საჭიროებას არ მოითხოვს, კარებთან ვიდეო თვალის დაყენება, ამით შეურაცხყოფას მივაყენებ მათ. ცოცხალი ვიდეო თვალით ვარ გარემოცული. აი გუშინ კი ნამდვილად ვინატრე, მქონოდა ვიდეო თვალი და ყოველივე ის რაც მოხდა, ჩემი საცხოვრებელი ბინის წინ, იქ მაინც – დაფიქსირდებოდა. ასეთ წუთების დაფიქსირებას ვერასოდეს ვერ ვახერხებ.
ვერც ის გიჟი კურიერი დავაფიქსირე, ხომ გახსოვთ, ჩოგანის პროდუქცია, რომ მოჰქონდა და კვარაცხელიას გაყვიროდა უბანში და არ აზარუნებდა. გუშინ მაგაზე უარესი ამბავი მქონდა უბანში „კვარას“ ოთხი წიგნი, რომ მომიტანეს ჩემებმა. ეს ჩემი 16 წლის, ნეაპოლიტანელი მეგობარი ოჯახია, როგორც მაგათგან ვიცი მესამე თაობა პოლიციელებია.
ეს მესამე თაობაც, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პოლიციელები არიან, ჰოდა ამ პოლიციის მანქანით, ეს ორი პოლიციელი, უბანში რომ შემოვიდა და ჩემს საცხოვრებელი ბინის კარებთან გაჩერდა, გადმოვიდნენ და დააზარუნეს, სანამ მე გავაღებდი კარებს, მთელი სამეზობლო ჩემს კარებთან იდგა! ეს ემოცია ძალიან მოკლედ მოვიტანე თქვენამდე. გაგრძელება იქნება“. – წერს ლია მანჯგალაძე