2022/23 წლების სეზონის შემდეგ ლუჩანო სპალეტი “ნაპოლის” შემადგენლობას დაემშვიდობა.
მის შემხვლელთან დაკავშირებით მედიაში არაერთი კანდიდატი სახელდება, თუმცა “პარტენოპეიში” საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი “ნაპოლისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ გააკეთა.
“კონტე და გასპერინი ნეაპოლურ კლუბში არ ივარგებენ. თუ კონტე “პარტენოპეიში” მწრთვნელად დაინიშნება, ხვიჩა კვარაცხელია როლის გარეშე დარჩება, ვინაიდან ის გუნდში თავის საყვარელ 3-5-2 სქემას დაამკვიდრებს.
“გასპერინის შემთხვევაში კი სტანსილავ ლობოტკა თავის შესაძლებლობეს ბოლომდე ვერ გამოიყენებს. უდავოა, რომ ნაპოლი ტექნიკური ფასეულობებისგან არ უნდა დაიცალოს.
“მანჩინი და იტალიანო? ტაქტიკური კუთხით მათ მოყვანას აზრი ექნებოდა. თუმცა, აქ მთავარი მხოლოდ 4-3-3 სქემა არაა. ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა იმ ინტერპრეტაციაშია, რომელიც გუნდს სპალეტიმ მისცა”, – განაცხადა იტალილემა.