ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კვიპროსის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა :
“ხვალ ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რახან მატჩის შემდეგ ვნახავთ, რისთვის ვიბრძოლებთ ამ ტურნირზე. საქართველოს ნაკრებს კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენც გვყავს მოთამაშეები, რომელთაც სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლიათ.
ეს თამაში ჩემთვის არაფრის დასამტკიცებელი არ არის, საქართველოს ნაკრებში 5 წელი ვმუშაობდი და ამ პერიოდში რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, რასაც გულშემატკივარი ელოდა. იმედი მაქვს, დღევანდელი საქართველოს ნაკრები შეძლებს იმას, რაც წინამორბედებმა ვერ შეძლეს და ევრო და მსოფლიო საგზურს მოიპოვებს.
ჩვენი მიზანია ვიფიქროთ კონკრეტულ მატჩზე და არა იმაზე, რა მოხდება ჯგუფში. არც ჩვენ და არც საქართველოს ჯგუფში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მაქსიმუმი არ გავაკეთოთ.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოვუგოთ? – მათ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ, ამიტომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ და სივრცეები არ უნდა მივცეთ. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და კარგი ბრძოლა იქნება.
ჩემსა და ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა. ახლა ახალგაზრდა ქართველები წარმატებულ გუნდებში თამაშობენ და ჩემპიონები არიან, ჩემს დროს კი ფეხბურთელების უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, არამედ გუნდებშიც არ ირიცხებოდნენ”, – განაცხადა ქეცბაიამ.
თემურ ქეცბაიამ ასევე ერთმანეთს მისი დროინდელი ამჟამინდელი ნაკრებებს შეადარა.
მოგეხსენებათ, ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 5 წლის განმავლობაში, 2015 წლამდე მუშაობდა.
ჩემსა და ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებს შორის დიდი განსხვავებაა. ახლა ახალგაზრდა ქართველები წარმატებულ გუნდებში თამაშობენ და ჩემპიონები არიან.
ჩემს დროს კი ფეხბურთელების უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, არამედ გუნდებშიც არ ირიცხებოდნენ”, – განაცხადა ქეცბაიამ.