ფეხბურთის სტატისტიკის გვერდმა transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.
საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვნად წინ წაიწია გიორგი მიაქუტაძის ღირებულებამ, რომელიც ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე უკვე 10 მილიონი ევრო ღირს.
ზურიკო დავითაშვილი სატრანსფერო ბაზარზე 2.5 მილიონ ევროდ ფასდება. გიორგი მამარდაშვილი 25 მილიონ ევროდ, ხოლო საბა ლობჟანიძის ფასი კი 2.8 მილიონ ევროა.
ნაკრებში ყველაზე დიდი ღირებულება ხვიჩა კვარაცხელიას აქვს. კვარას ფასი სატრანსფერო ბაზარზე 85 მილიონი ევროა.
Post Views: 1,388