შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ბორჯომში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბოლო ზარის კოლონას წინ პოლიციის ეკიპაჟი ჩაუდგება, რათა როგორც მინისტრი განმარტავს, თავიდან იქნას აცილებული ასეთი უბედური შემთხვევები.
ასევე, შსს მოუწოდეს მშობლებს 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს არ მისცენ უფლება მარტო მართონ ავტომობილი. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მომზადდება ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ის მძღოლი, ვინც ახალგაზრდას მანქანის მართვის უფლებას მისცემს, დაჯარიმდება ან ჩამოერთმევა ავტომობილი.
ცნობისთვის, ბორჯომში, “ბოლო ზარის” დღეს ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რასაც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Post Views: 1,869