SportMediaset-ის თანახმად, ქართველი გარემარბი “პარტენოპეისთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებას დასთანხმდა.
ახალ კონტრაქტს ვადა 2028 წლის ივლისამდე ექნება.
რაც შეეხება ხვიჩას წლიურ ანაზღაურებას, იგი 3 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონში, რომელიც კვარაცხელიასთვის სადებიუტო გახლდათ “ნაპოლიში”, 22 წლის ვარსკვლავმა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო. იგი დასახელდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც.
Post Views: 2,211