თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე კაცი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია მოთავსებული.
Post Views: 1,004