ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
„ხვიჩას მაგრად შეეშალა და ეს არ პრავდება!
საოცრებები წავიკითხე ჭკვიანი ხალხის ავტორობით: “ჭ” კლასის ტურნირია ეს under21 და რატომ არ უნდა დაესვენა, რატომ გაერისკა ტრავმითო.
ჯერ ერთი, არ არის “ჭ” კლასის ტურნირი ( ოლიმპიადაზე გასვლა “ჭ” კლასია?); თუმცა რომც იყოს, მთავარი ტურნირის კლასი და რეიტინგი კი არ იყო, არამედ ის, რას როგორ აღიქვამდა უამრავი მწარე დამარცხებით გათანგული, ორი ბრწყინვალე მატჩით გახარებული ქართველი ხალხი – როგორც იმედის ნაპერწკალს.
ჰო, იმ 20-21 წლის ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, ვინც ლამის გული ამოიგლიჯეს და მოედანზე დადეს ორ თამაშში; თუმცა გადამწყვეტ მატჩში კლასი არ ეყოთ….მაღალი კლასის ფეხბურთელი დააკლდათ”, – წერს გამცემლიძე.
წყარო : esport.ge