საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში საფეხბურთო კლუბ „მეცში“ ითამაშებს. ინფორმაციას ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.
გიორგი ფრანგულ კლუბში „გენტიდან“ ერთ წლიანი იჯარით გადავა და ხელშეკრულება დღეს უნდა გაფორმდეს.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში აღზევდა, კლუბში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომელიც წინა სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.
Post Views: 7,789