ია ფარულავა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მსახიობი აცხადებს რომ მისი აღიარება ღალატის შესახებ იყო პირველი პრეცედენტი საქართველოში და მსგავსი აქამდე არ ყოფილა.
მისივე თქმით, ამას ასე საჯაროდ არავინ არ აკეთებს.
„მინდა კიდევ ერთ ვიდეოს გამოვეხმაურო, სადაც განვაცხადე, რომ მე ვუღალატე ტარიელს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ქალმა აღიარა თავისი ღალატი. ამას ასე საჯაროდ არავინ არ აკეთებს. არავინ არ დაიჯერა”, – ამბობს ია ფარულავა ვიდეოში.
შეგახსენებთ, გიტარისტი ტარიელ სუარი და მსახიობი ია ფარულავა დაშორდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ტარიელ სუარმა სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. დაშორების მიზეზი აქამდე უცნობი იყო, თუმცა ტარიელ სუარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან გაირკვა, ია ფარულავამ მას უღალატა.
Post Views: 3,894