ამონარიდი კვარს ინტერვიუდან, რომელიც ხვიჩამ Gazzetta Dello Sport-ს მისცა :
– თქვენ ახალი თაობის კუმირი ხართ. ყველას 77-ნომრიანი მაისური აცვია, როგორც თავის დროზე მარადონას 10-ნომრიანი…
– საოცარია იმაზე ფიქრი, რომ 33 წლის შემდეგ არის ახალი თაობა, რომლისთვის მე ვარ ამოსავალი წერტილი. მაგრამ მხოლოდ ბავშვებს არ ეხებათ, უფროსებიც ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავენ. ისინი გვაძლევენ მოტივაციას და ენერგიას, რაც შემდეგ მოედანზე გამარჯვებაში გვეხმარება. მათი თანადგომა არასდროს დაგვიკარგავს.
– პირველი გოლი სტეფ კარის სტილში აღნიშნეთ. მოახერხებთ, ფეხბურთში მისი დონეზე ასვლას?
– ვერასოდეს გავბედავ იმის თქმა, რომ სტეფ კარის დონეზე ავალ, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფეხბურთის ისტორიაში კვალი დავტოვო.
Post Views: 1,039