ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ სერია ა-ს პირველი ტურის წინ მედიის წარმომადგენელებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“ხვიჩამ უნდა გაითვალისწინკს და გამოიყენოს წინა სეზონის მეორე ნახევრის გამოცდილება. იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გავიდეს, თავისი თამაში უნდა გაამარტივოს. როდესაც იტალიაში კვარაცხელიას თამაშში გაერკვნენ, მასთან უფრო მჭიდროდ დაიწყეს თამაში.
ასეთ დროს არ არის საჭირო, ბურთი იქამდე ათრიო, სანამ დაკარგავ. უმჯობესია, მარტივი პასი გააკეთო, თავად კი თანაგუნდელს სხვა პოზიციაზე გაეხსნა. თუკი ამას შეძლებს, მნიშვნელოვან წინსვლას გააკეთებს. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებებს ქმნის”. – განაცხადა კანავარომ.
Post Views: 4,674