ლუჩანო სპალეტი “ნაპოლიდან” წასვლის შემდეგ, იტალიის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, “პარტენოპეის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ იტალიურ გაზეთთან კომენტარი გააკეთა:
“ლუჩანომ მითხრა, რომ დაიღალა, უნდოდა ტოსკანაში თავის დიდ მამულში, სადაც რამდენიმე ჰექტარზე ვენახი აქვს გაშენებული, ბოსტანი აქვს, მონადირე ძაღლები და ცხენები ჰყავს, დაესვენა და მიწა დაემუშავებინა, მაგრამ რა ხდებოდა მის თავში, მხოლოდ მან იცოდა”
“მოკლედ, გავუშვი, იმედგაცრუებული დავრჩიდა შეიძლება სასამართლოში ვუჩივლო. ახლა ამ საქმეს ჩემი იურისტები სწავლობენ, თავად კი არ ჩავერევი”, – განაცხადა იტალიელმა ინტერვიუში.
Post Views: 8,435