გავლენიანი უცხოური გამცოემა The Athletic იუწყება რომ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა 2024 წლის ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.
კვარას “ლივერპული” დააკვირდება და მის შეძენას შეეცდებიან. ყველაფერი ხვიჩაზე და მის ფორმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მისი კარიერა ნაპოლიში სეზონის ბოლომდე.
“ლივერპულში” ვარაუდობენ რომ მოჰამედ სალაჰი მომდევნო ზაფხულში საუდის არაბეთში გააგრძელებს კარიერას და კვარას დონის ვინგერი იურგენ კლოპს დასჭირდება.
არ არის გამორიცხული რომ “ლივერპულმა” ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ ხვიჩა ამ სეზონსზაც უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.
გამოცემა იუწყება, რომ “ლივერპული” სულ სამ ფეხბურთელს განიხილავს სალაჰის შემცვლელად, ესენი კი არიან : კუბო, საკა და ხვიჩა. ამ სამიდან კი ყველაზე დიდი შანსი ხვიჩას გადაბირების აქვთ.